თომას ტუხელი ინგლისის ნაკრებში 16 წლის ფეხბურთელის გამოძახებას აპირებს #1TVSPORT

22:57, 22.09.2026

ლონდონის „არსენალის“ 16 წლის ნახევარმცველი მაქს დოუმენი, შესაძლოა, ინგლისის ნაკრებს შეუერთდეს უეფა-ს ერთა ლიგის საწყისი მატჩების წინ. როგორც გამოცემა The Sun წერს, ინგლისელთა დამრიგებელი თომას ტუხელი განიხილავს ასეთ შესაძლებლობას ხუთი ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ნაკრებს სხვადასხვა მიზეზით გამოაკლდნენ დეკლან რაისი, კოულ პალმერი, მარკუს რეშფორდი, კობი მაინუ და ტინო ლივრამენტო. ტუხელმა ეს დანაკარგი მხოლოდ ორი ფეხბურთელით შეავსო – მორგან გიბს-უაიტით და ჯეიმს გარნერით.

წყაროს ცნობით, ტუხელმა ჯერ კიდევ ინგლისის ნაკრების შემადგენლობის დასახელებამდე გადაწყვიტა დოუმენზე და სხვა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დაკვირვება და განიხილავს 16 წლის ნახევარმცველისთვის შანსის მიცემის შესაძლებლობას.

მსგავსი