ტოკიოს ოლიმპიადაზე მაყურებელთა რიცხვი, შესაძლოა, ხუთი ათასამდე შეამცირონ #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე მაყურებელთა რიცხვი, შესაძლოა, ხუთი ათასამდე შეამცირონ #1TVSPORT

იაპონიის მთავრობა განიხილავს ტოკიოს ოლიმპიადის დროს არენებზე მაყურებლების რაოდენობის უფრო მეტად შემცირების შესაძლებლობას. ამის მიზეზია ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღის წარმოშობის ნიშნები, – იტყობინება სააგენტო Kyodo.

იაპონელ ჩინოვნიკებს სურთ სტადიონებზე მაყურებლების რიცხვი ხუთი ათასამდე დაიყვანონ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტრიბუნებზე დაუშვებდნენ 10 ათას მაყურებელს იმ პირობით, რომ არენები 50 პროცენტზე მეტად არ შეივსება.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.