ტოკიოს გუბერნატორი - ოლიმპიადა იაპონიაში უსაფრთხო იქნება
ტოკიოს გუბერნატორი - ოლიმპიადა იაპონიაში უსაფრთხო იქნება

ტოკიოს გუბერნატორმა იურიკო კოიკემ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშები, რომელიც მომავალი წლის ზაფხულში იაპონიის დედაქალაქში უნდა ჩატარდეს, უსაფრთხო იქნება.

„ოლიმპიადა სრულიად უსაფრთხო იქნება, მე ამისთვის 120 პროცენტ ძალისხმევას გამოვიჩენ, – განაცხადა კოიკემ სააგენტო „ფრანს პრესთან” კომენტარში. – ჩვენ შევებრძოლებით ვირუსს და ჩავატარებთ ოლიმპიადას, რომელიც ხალხს იმედს მოუტანს. ტოკიოს მაცხოვრებლებმა იციან, რომ თამაშები არ ჩატარდება, თუ არ შემცირდება კორონავირუსის მოქმედება. როგორი ტესტებია საჭირო? აუცილებელია თუ არა სოციალური დისტანცია? ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ დისკუსიებზე“.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ის ერთი წლით გადაიტანეს და გაიმართება 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.