ტოკიო 2020 | სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT
ტოკიო 2020 | სანდრო ბაზაძის პირველი მეტოქის ვინაობა ცნობილია #1TVSPORT

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების პირველ შეხვედრაში ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის მეტოქე ეგვიპტელი მოჰაბ სამერი იქნება.

26 წლის მოჰაბ სამერი FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილზეა, ის 2016 წლის აფრიკის ჩემპიონია, 2018 და 2019 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ეს სანდრო ბაზაძის და მოაჰაბ ამერის პირველი ოფიციალური დაპირისპირება იქნება.

ეგვიპტელი მოფარიკავე თანაგუნდელებთან ერთად ივნისში თბილისში იმყოფებოდა და ერთობლივ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ რიოს ოლიმპიური თამაშების პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა შედეგით 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე რაუნდში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 წააგო.

სანდრო ბაზაძისა და მოჰაბ სამერის შეხვედრა 24 ივლისს საქართველოს დროით 8 საათსა და 10 წუთზე დაიწყება.