ქართველი ოლიმპიელები ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონიალზე [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიხსნა ოლიმპიური თამაშები, რომელშიც საქართველო 34 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

განახლებულ ოლიმპიურ სტადიონზე ცერემონიალის დასაწყისში ვიხილეთ საინტერესო თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც მინიმალისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი. ოფიციალური პირების მილოცვის შემდეგ კი აღიმართა იაპონიის დროშა და მოედანზე გამოვიდნენ საბერძნეთის ოლიმპიური გუნდის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ოლიმპიადების სამშობლო საბერძნეთია და ტრადიციულად, პირველები სწორედ ბერძნები გამოდიან.

საქართველოს დელეგაცია გახსნის ცერემონიალზე 15 ადამიანით წარდგა, რომელთაგან ცხრა სპორტსმენი და ექვსი ოფიციალური პირია. ჩვენი გუნდის მედროშეები არიან ოლიმპიური ჩემპიონები, ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე.

დატოვე კომენტარი