ტოკიო 2020 | ქალთა ტურნირზე ფეხბურთში ნიდერლანდებმა ზამბიას 10 გოლი გაუტანა #1TVSPORT
ტოკიო 2020 | ქალთა ტურნირზე ფეხბურთში ნიდერლანდებმა ზამბიას 10 გოლი გაუტანა #1TVSPORT

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ქალთა ტურნირზე ფეხბურთში დღეს პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. G ჯგუფის მატჩში ყველასთვის მოულოდნელად შვედეთის ეროვნულმა გუნდმა ამერიკის ძლიერ ნაკრებს დიდი ანგარიშით 3:0 სძლია და ჯგუფში გალიდერდა.

ამ ორ ძლიერ გუნდთან ერთად G ჯგუფიდან პლეიოფში გასვლას ავსტრალია და ახალი ზელანდია შეეცდებიან, რომელთა დღევანდელი შეხვედრა ავსტრალიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

E ჯგუფში დიდი ბრიტანეთის ქალთა ოლიმპიურმა ნაკრებმა ჩილეს გუნდს ანგარიშით 2:0 სძლია, ხოლო F ჯგუფში ოლიმპიადის მოგების ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბრაზილიის ნაკრებმა ჩინეთის ეროვნული გუნდი 5:0 გაანადგურა.

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა ჯგუფებში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა – მასპინძელმა იაპონიის ნაკრებმა კანადას ვერ მოუგო, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო ნიდერლანდებმა ზამბია გამანადგურებელი ანგარიშით 10:3 დაამარცხა.