ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია (ვიდეო) | ნაგოია ბაშო

ნაგოია ბაშოს მე-5 დღეს ქართველი სეკიტორი ლევან გორგაძე კოტოშიგიკუს დაუპირისპირდა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა მეტოქის მავაშიზე ორი ხელით ჩავლება ვერ აიღო, თუმცა მარჯვენა ხელი კარგად მოკიდა და კოტოშიგიკუ დოჰოიდან იორიკირით გაიყვანა.

დაუმარცხებლად ასპარეზობას განაგრძობს სეკივაკე მიტაკეუმიც, რომელსაც ნაგოია ბაშოზე ასევე ხუთი გამარჯვება აქვს.

იოკოძუკა კაკურიუმ დღეს თავისი ბრძოლა დათმო და ბაშოს ლიდერებს უკვე ორი მოგებით ჩამორჩება (3-2).