ტოჩინოშინი - ერთი გამარჯვება იმპერატორის თასამდე

ქართველი მებრძოლი, ლევან გორგაძე, ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს კონკურენტთან, მონღოლ იოკოძუნა კაკურიოსთან, კიდევ უფრო დაწინაურდა.

ტოჩინოშინმა მე-12-ე მოგება მონღოლ გოლიათ იჩინოჯოსთან მოიპოვა, რომელი უმაღლესი დივიზიონის ყველაზე მძიმე (215კგ) მებრძოლია.

მესამედ წააგო ბაშოზე იოკოძუნა კაკურიომ, რაც იმას ნიშნავს რომ ლევან გორგაძე დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგების შემთხვევაშიც იმპერატორის თასის გამარჯვებული გახდება და ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს. ტოჩინოშინი გახდება მე-3 სუმოისტი ევროპიდან, რომელიც აღნიშნულ ტიტულს დაეუფლება. მანამდე იმპერატორის თასი ბულგარელ კოტოოშუს და ესტონელ ბარუტოს აქვთ მოგებული.

ხვალ, ბაშოს მე-14 დღეს, მისი მეტოქე მე-9 მაეგაშირა შოჰოძანი იქნება.