ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერია (ვიდეო)

13:49, 25.01.2018

წლის პირველ ბაშოზე ბრწყინვალე გამოსვლას განაგრძობს ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე.

შეჯიბრის მე-12-ე დღეს ტოჩინოშინმა გამოცდილი მონღოლი, სეკივაკე ტამავაში დაამარცხა და 11 მოგებითა და ერთი მარცხით ტურნირის სათავეშია.

დღესვე თავისი ორთაბრძოლა დათმო გორგაძის მთავარმა კონკურენტმა, იოკოძუნა კაკურიუმ, რითაც ქართველ მებრძოლს 1 მოგებით ჩამორჩა. ბაშოს დასრულებამდე 3 დღეა დარჩენილი.

ტოჩინოშინს რეიტინგში დაწინაურება და წოდების მომატება გარანტირებული აქვს . იმ შემთხვევაში თუ ლევან გორგაძე დარჩენილ 3 ორთაბრძოლას წარმატებით დაასრულებს, იგი იმპერატორის თასს მოიგებს, რაც სუმოს სამყაროში უდიდესი სენსაცია იქნება

https://www.youtube.com/watch?v=8MR8fXhxZRA

მსგავსი