ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა #1TVSPORT
ტოჩინოშინი ენდოსთან დამარცხდა #1TVSPORT

ჰარუ ბაშოს მე-7 დღეს ლევან გორგაძემ მეოთხედ წააგო. ქართველი მებრძოლის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო იყო, რომელთან ურთერთშეხვედრებშიც ლევანს ზედიზედ ხუთი გამარჯვება ჰქონდა.

იაპონელმა რიკიშიმ ტოჩინოშინთან მძლავრ შეჯახებას გვერდზე გაწევა ამჯობინა და ამის შემდეგ ბრძოლის მიმდინარეობის თავის სასარგებლოდ დასრულება აღარ გასჭირვებია. შოთამ სწრაფადვე აიღო მავაში და ძლიერად დაქაჩა, რის შედეგადაც ლევანი ხელით შეეხო დოჰიოს.

ტოჩინოშინმა შეტატედაშინაგეს ილეთით წააგო და ახლა მის აქტივში სამი გამარჯვება და ოთხი მარცხია. ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიდოროფუჯი იქნება, რომელსაც ასევე უარყოფითი ბალანსი აქვს. ჰარუ ბაშოს დასრულებამდე კიდევ რვა დღე რჩება. შეგახსენებთ, რომ სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასასრულებლად ტოჩინოშინს კიდევ მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.