ტოჩინოშინი ტობიძარუსთან დამარცხდა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT
ტოჩინოშინი ტობიძარუსთან დამარცხდა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიოში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე 6 დღის შემდეგ მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვს ლევან გორგაძეს. ქართველი მებრძოლის მეტოქე მაკუუჩი დივიზიონს გაშინაურებული ტობიძარუ იყო, რომელსაც მე-8 მაეგაშირას სტატუსი აქვს და მოძრავ, ტექნიკურ რიკიშად ითვლება.

შერკინების დაწყებისთანავე გამოჩნდა, რომ ტოჩინოშინი აშკარად აღემატებოდა მეტოქეს ფიზიკური ძალით, თუმცა ჩამორჩებოდა სისწრაფეში. დაჯახების დროს ტობიძარუმ კოორდინაცია შეინარჩუნა, შემდეგ კარგად იმოძრავა დოჰიოზე და როცა შანსი მიეცა, ლევანი მოძრაობაზე დაიჭირა, ზურგიდან მოექცა და ოკურიდაშის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

6 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი გათანაბრდა. მის აქტივში 3 გამარჯვება და 3 მარცხია. ხვალ, 20 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა შოთა ენდო იქნება, რომელმაც მარტის ბაშოზე უკვე 4 ჯერ მოასწრო წაგება.