ტობიას ჰარისი ფილადელფიაში გადადის
ტობიას ჰარისი ფილადელფიაში გადადის

ზამთრის სეზონის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე არაერთი საინტერესო ცვლილება მოხდა. დღეს კიდევ ერთი გაცვლა განხორციელდა.

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ აწ უკვე ყოფილი კალათბურთელი, ტობიას ჰარისი, „ფილადელფიაში“ გადაბარგდება. მასთან ერთად, „ფილიში“ ბობან მარიანოვიჩი და მაიკ სკოტი გადავიდნენ. სანაცვლოდ კი, ლოს ანჯელეს „კლიპერსი“ ვილსონ ჩენდლერს, მაიკ მუსკალას, ლენდრი შამეტს, პირველი რაუნდის დრაფტის ორ წევრს და მეორე რაუნდის დრაფტის ორ წევრს მიიღებს.