ტიერი ანრი – ევროპა გრძნობს საფრთხეს „ბარსელონასგან“ #1TVSPORT

10:35, 19.03.2026

ლეგენდარულმა ფრანგმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ „ბარსელონას“ ძალა შეაფასა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში „ნიუკასლის“ 7:2 დამარცხების შემდეგ.

„ვულოცავ „ბარსელონას“. ევროპა გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს.

როცა ეს გუნდი ფორმაშია, თავის უკან გადამწვარ მიწას ტოვებს. ეს არ არის მხოლოდ მოგება, არამედ გლობალური მიწისძვრა, და ეს საღამო ისტორიაში შევა.

ამ „ბარსელონას“ ნებისმიერი რამ შეუძლია, როცა ამას მოინდომებს. დაუჯერებელი გუნდი, თითქოს დაბრუნდა კრუიფის დროინდელი ოქნების გუნდი.

„ნიუკასლი“ დაიშალა ასეთი ზეწოლის შემდეგ. ასეთ მდგომარეობაში „ბარსელონას“ გაჩერება თითქმის შეუძლებელია“, – განაცხადა ანრიმ.

მსგავსი