თერთმეტი სამქულიანი – ფრედ ვანვლიტის სარეკორდო მატჩი ორლანდოში [ვიდეო]

13:45, 03.02.2021

ფრედ ვანვლიტი „ტორონტოს“ ახალი რეკორდსმენია. 26 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა „ორლანდო მეჯიქის“ წინააღმდეგ მატჩში 54 ქულა დააგროვა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.

პირველი ორი პერიოდის შემდეგ ვანვლიტს 28 ქულა ჰქონდა. „რეპტორსის“ გამთამაშებელს ტემპი არც მეორე ტაიმში დაუგდია. და საბოლოოდ შეხვედრა 54 ქულით დაასრულა.

ფრედი სასწაული სიზუსტით სტყორცნიდა. საშუალო დისტანციიდან მან 23-დან 17 ბურთი ჩააგდო. სამქულიანი დისტანციიდან კი ვანვლიტმა 14-დან 11 ტყორცნა გამოიყენა. გარდა ამისა, საჯარიმო ხაზიდან მან 9-დან 9 ბურთი ჩააგდო.

მსგავსი