ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნება
ტექნოპარკში გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში  „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ გახსნის.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, „გლობალური მეწარმეობის კვირეული“ არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სამეწარმეო პროექტი, რომლის მიზანია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეების მოტივაცია-მხარდაჭერა.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული.

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, ასევე სამეწარმეო ექსპერტები, ახალგაზრდა მეწარმეები, სტარტაპები და ა.შ.

„გლობალური მეწარმეობის კვირეული“ გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.