ტექნოპარკი საქართველოს რვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ახალ სტარტაპპროექტს იწყებს
ტექნოპარკი საქართველოს რვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ახალ სტარტაპპროექტს იწყებს

ტექნოპარკი საქართველოს რვა უმაღლეს სასწავლებელთან ერთად ახალ სტარტაპპროექტს, პრე-აქსელერატორს იწყებს.

პრე-აქსელერატორის პროგრამა უნივერსიტეტების მენეჯერებსა და სტუდენტებს სტარტაპებისა და ბიზნეს იდეებიის შექმნასა და განხორციელებაში დაეხმარება.

შეთანხმება საქართველოში არსებულ 8 უმაღლეს სასწავლებელსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის დღეს გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, უნივერსტიტების მხრიდან პროექტში ჩართული მენეჯერები 3 წლის განმავლობაში ტრენინგებს უფასოდ გაივლიან, შემდეგ კი, ლექციებს სტუდენტებს კვირაში მინიმუმ 2-ჯერ ჩაუტარებენ.

ბიზნესის მოდელირება, ინვესტორებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის მოზიდვა, მარკეტინგის საფუძვლები, ფინანსები და ადამიანების მენეჯმენტი – ეს ის საკითხებია, რომლებსაც პროექტის მონაწილეები პროგრამის ფარგლებში დაეუფლებიან.