თემურ ქეცბაია - წარუმატებლობა უპირველესად ჩემზე მოქმედებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავშორდებით #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - წარუმატებლობა უპირველესად ჩემზე მოქმედებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავშორდებით #1TVSPORT

თემურ ქეცბაიამ აღიარა, რომ „ანორთოსისმა“ სეზონი წარუმატებლად დაასრულა – გუნდმა ბოლო ტურის მატჩი ლიმასოლის „არისთან“ 0:3 წააგო და ევროტურნირის საგზური ვერ მოიპოვა.

„ჩვენ მიზნის მიღწევა ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე წელს მივიღეთ. ეს დიდი იმედგაცრუებაა, რადგან გუნდი ევროტურნირზე ვერ მოხვდა. მაგრამ ხაზი არ უნდა გადავუსვათ ყველაფერს, რაც გავაკეთეთ. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. მაგრამ „ანორთოსისმა“ ბევრი სირთულე გადაიტანა. შესანიშნავი გუნდი გვყავს და წინ ვიყურებით. რაც არ უნდა რთული იყოს, თავი უნდა ავწიოთ, რადგან წარუმატებლობის გამო გუნდი არ დაიხურება.

ეს გუნდი ყოველთვის პოულობდა თავში ძალას, ფეხზე დამდგარიყო. ეს არის ფეხბურთი, ყოველთვის იმას არ იღებ, რასაც იმსახურებ. რა თქმა უნდა, ხალხი იმედგაცრუებულია. ამან ჩვენ არ უნდა გავტეხოს და იმაზე მეტი პრობლემა არ შეგვიქმნას, ვიდრე გვაქვს. უსიამოვნოა ის, რაც ამ ბოლო დროს ხდება. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ გუნდი ევროპაში ვერ მოხვდა.

მჯერა, რომ მეტი დრო გვექნება გუნდის ასაშენებლად. ცვლილება საჭიროა. გუნდის სასიკეთოდ ჩვენ ყველა ერთად ვიმუშავებთ. ეს რთული პერიოდია ყველა ჩვენგანისთვის. გუნდი მხოლოდ იმიტომ არ უნდა დავშალოთ, რომ მიზანს ვერ მიაღწია. ახლა გუნდს გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. წარუმატებელ სეზონზე კი პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება და მე ამ ტვირთს არ გავექცევი. წარუმატებლობა უპირველესად ჩემზე მოქმედებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავშორდებით“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

დატოვე კომენტარი