სეზონის მტკივნეული დასასრული - „ანორთოსისი“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT
სეზონის მტკივნეული დასასრული - „ანორთოსისი“ ევროსაგზურის გარეშე დარჩა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ სეზონის უდიდესი საშინაო მარცხი განიცადა „არისთან“, რომელმაც კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო ფამაგუსტას გუნდი ევროტურნირის მიღმა დატოვა.

ქართველი მწვრთნელის გუნდმა თამაში შეტევებით დაიწყო, მაგრამ „არისმა“ თამაში კონტრშეტევებზე ააგო და შესვენებამდე სტივ იაგომ ანგარიში გახსნა. გიორგი ლორია მცველებმა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდეს, რადგან ეს და შემდეგი გოლები მათ უხეშ შეცდომებს მოჰყვა.

მეორე ნახევარში კი მატჩის გმირი კვიპროსის ნაკრების ნახევარმცველი მატია სპოლიარიჩი გახდა, რომელმაც ლორიას კარი 62-ე და 69-ე წუთებზე აიღო. 79-ე წუთზე ფამაგუსტრელების ერთ-ერთი ლიდერი, ლაზაროს ხრისტოდოპულოსი მოედნიდან გააძევეს და საბოლოოდ, „არისმა“ 3:0 მოიგო.

ქეცბაიას გუნდი, რომელსაც ამ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების თეორიული შანსი ჰქონდა, საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროსაგზურის გარეშე დარჩა. საგზური კი „არისმა“ მოიპოვა, რომელმაც ფამაგუსტელებს ქულით გადაასწრო.