კონფერენს ლიგა | თემურ ქეცბაია - მჯერა, „ანორთოსისი“ „ჰაპოელს“ მოუგებს #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | თემურ ქეცბაია - მჯერა, „ანორთოსისი“ „ჰაპოელს“ მოუგებს #1TVSPORT

ბეერ შევას „ჰაპოელთან“ კონფერენს ლიგის პლეიოფის პირველ შეხვედრამდე, თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ მეტოქეს კარგად იცნობს.

„პირველი თამაშის სირთულეების მიუხედავად, ვენის „რაპიდთან“ განმეორებითი შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. ვიმედოვნებთ, რომ „ჰაპოელთანაციგივეს გავაკეთებთ. ორივე გუნდი ერთმანეთს კარგად იცნობს. მჯერა, რომ წარმატებას ჩვენ მივაღწევთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა არ დამალა, რომ კორონავირუსის შემოტევის შემეგ გუნდის წევრები სასურველ კონდიციებში ჯერ არ შესულან:

„რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, რამდენიმე ფეხბურთელი შევცვალეთ. ასევე მოხდა მეტოქის გუნდშიც. ამიტომ ჯერ ვერ ვთამაშობთ ისე, როგორც გვინდა“.

თემურ ქეცბაია 2002 წლის ზაფხულში „ანორთოსისში“ მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა. მან გუნდი 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. ეს იყო კვიპროსულ ფეხბურთში პირველი შემთხვევა, როდესაც 800-ათასიანი კუნძულის გუნდმა ასეთ წარმატებას მიაღწია.

2009 წელს ქეცბაიამ იგივე უკვე საბერძნეთში მოახერხა – გახდა პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ მთავარი მწვრთნელი, თუმცა მხოლოდ 4 თვით. „ოლიმპიაკოსმა“ ქეცბაიას მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.