კაჭარავა სრული დატვირთვით ვარჯიშობს - „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი „ანორთოსისს“ მალე დაეხმარება #1TVSPORT
კაჭარავა სრული დატვირთვით ვარჯიშობს - „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი „ანორთოსისს“ მალე დაეხმარება #1TVSPORT

ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დაუბრუნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს – ინფორმაციას „ანორთოსისი 24“ ავრცელებს.

„ნიკა კაჭარავა რამდენიმე თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენ გუნდთან ერთად უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს, „ანორთოსისის“ ფორმით ნიკას გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხია“, – იუწყება „ანორთოსისი 24“.

„ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ვენის „რაპიდთან“ შეხვედრის განაცხადში ნიკა კაჭარავაც შეიყვანა, მაგრამ 27 წლის ფორვარდი ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 2020 წელს იჯარით პოზნანისლეხში“ გადავიდა და პოლონურ გუნდში თამაშის დროს, ლისაბონის „ბენფიკასთან“ ევროპალიგის შეხვედრისას დაშავდა. ნიკა კაჭარავამ რეაბილიტაცია მაისში დაასრულა და „ანორთოსისში“ დაბრუნდა, მაგრამ ფამაგუსტელების შემადგენლობაში დღემდე არ გამოჩენილა.