თემურ ქეცბაია - მეოთხე ადგილზე დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი მიზანი მაქსიმუმია #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მეოთხე ადგილზე დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი მიზანი მაქსიმუმია #1TVSPORT

აელ-თან „ანორთოსისის“ გამარჯვების (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ მოპოვებული სამი ქულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ფამაგუსტელების მთავარი მწვრთნელის თქმით, მას ამჟამინდელი პოზიცია არ აკმაყოფილებს.

„კარგია, რომ წელი გამარჯვებით დავიწყეთ. ვულოცავ ფეხბურთელებს. ეს არ იყო იოლი თამაში. აელ-ი კარგი გუნდია, ისინი არ იმსახურებენ ამჟამინდელ დაბალ ადგილს. ფეხბურთის თამაში მოგვენატრა, რადგან წინა თამაშები გადაიდო. სამი გოლი გავიტანეთ და 2:1 მოვიგეთ. ახლა ბევრი მატჩის გამართვა მოგვიწევს, ჩემპიონატსა და თასზე ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ვითამაშებთ. მნიშვნელოვანია, რომ 3 ღირებული ქულა მოვიპოვეთ და მე-4 ადგილზე დავბრუნდით. მაგრამ ყველამ იცის, რომ ჩვენი მიზანი მაქსიმუმია“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

მან მსაჯის მიერ გაუქმებულ გოლზეც ისაუბრა.

„ვერ მივხვდი, ჩვენს ფეხბურთელს თამაშგარე რატომ დაუფიქსირეს, როდესაც ხაზზე ორი მოთამაშე იყო. ვფიქრობ, აშკარა გოლი გავიტანეთ. მაგრამ ძალები მაინც მოვიკრიბეთ, მეორე გოლი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ“.

ქეცბაიამ კომენტარი სატრანსფერო გეგმებზეც გააკეთა.

„ამჟამად არ მგონია ტრანსფერები საჭირო იყოს. ვიღაც რომ მოვიდეს, ვიღაც უნდა წავიდეს. ნოვოტნიმ აჩვენა, რომ შეუძლია გუნდის დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო არაა, რაც ჩვენთან მოვიდა. ბურთი ეჭირა და რომ გაეტანა, იდეალური იქნებოდა. კიდევ ერთი ფეხბურთელი მოვიყვანეთ, ვერხოვეცი, რომელიც უკვე ჩვენთან ვარჯიშობს და მჯერა, რომ გუნდს ძალიან დაეხმარება“.

დატოვე კომენტარი