„ანორთოსისმა“ არაიურის დუბლით მოიგო - ქეცბაიას გუნდი ლიდერებს მიუახლოვდა #1TVSPORT
„ანორთოსისმა“ არაიურის დუბლით მოიგო - ქეცბაიას გუნდი ლიდერებს მიუახლოვდა #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

გიორგი ლორია ფამაგუსტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ გუნდი ნიკა ნინუამ და ნიკა კაჭარავამ დატოვეს და „ანორთოსისში“ ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ გამოცდილი ქართველი მეკარე დარჩა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთებამდე გულშემატკივარი ანერვიულა. ანგარიში ფინეთის ნაკრების კაპიტანმა, პაულიუს არაიურიმ 30-ე წუთზე გაიტანა და „ანორთოსისი“ დაააწინაურა. ზუსტად ნახევარ საათში ლიმასოლის აელ-ის მოთამაშე სტეფან სცეპოვიჩმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 82-ე წუთზე არაიურიმ დუბლი შეასრულა და ქეცბაიას გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა 2:1.

17 ტურის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გუნდმა 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრულში მე-4 ადგილზე დაწინაურდა, რაც ფამაგუსტელებს საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის საშუალებას მისცემს.

თუმცა კორონავირუსით ინფეცირებულთა სიმრავლის გამო, თემურ ქეცბაიას გუნდმა ორი მატჩი გამოტოვა და ლიდერთა სამეულთან სხვაობის კიდევ უფრო შემცირების შანსი გააჩნია.