თემურ ქეცბაია - მეგონა, რომ კვიპროსის ნაკრებს მეტი შეეძლო #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - მეგონა, რომ კვიპროსის ნაკრებს მეტი შეეძლო #1TVSPORT

კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C2 ჯგუფის ბოლო მატჩი ალენ ჟირესის კოსოვოს გუნდთან 1:5 წააგო და D დივიზიონში დაქვეითდა.

კვიპროსელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მოახერხა წინა ტურში გუნდის მობილიზება და ლიდერი საბერძნეთი დაამარცხა, მაგრამ ამჯერად გუნდს ვერ უშველა – ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

„ასეთი დამარცხების შემდეგ საუბარი რთულია. ჩვენ გვჯეროდა, რომ როგორც გუნდი, პირველი თამაშის (საბერძნეთთან) შემდეგ უფრო მეტს ვიმსახურებდით.

კოსოვოსთან მატჩის დროს მომხდარ მოვლენებზე დროული რეაქცია არ გვქონია. ჩვენი გუნდის არცერთ რგოლში არაფერი გამოგვივიდა და სამართლიანად წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ეს ანგარიში უსამართლოა.

შეხვედრა კარგად დავიწყეთ, პირველი რეალური შანსი შევქმენით. ვფიქრობ, კოსოვოს ნაკრებმა პირველ გოლზე წესი აშკარად დაარღვია, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ დღეს მეტოქეზე გაცილებით ცუდად ვითამაშეთ.

როგორც ჩანს, პრობლემაა რამდენიმე დღეში ორი მატჩის თანაბარ დონეზე ჩატარება. ეს ევროტურნირებზე მოთამაშე კვიპროსული გუნდების საშინაო მატჩებშიც ჩანს, რომლებსაც ევროპული შეხვედრების შემდეგ გამარჯვება უჭირთ. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ძალისხმევა გაგრძელდება, რომ გუნდი გაძლიერდეს.

ჩვენ უნდა შევცვალოთ სიტუაცია და ვეცდებით ამის გაკეთებას. ჩვენ ვნახავთ სხვა მოთამაშეებს და ვნახოთ, რა შეგვიძლია გამოვასწოროთ. ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს. შემდეგი შესარჩევი ტურნირი მარტში დაიწყება და ვეცდებით მზად ვიყოთ“, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.