ქეცბაიამ კვიპროსი D დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაარჩინა #1TVSPORT
ქეცბაიამ კვიპროსი D დივიზიონში დაქვეითებას ვერ გადაარჩინა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C2 ჯგუფის ბოლო შეხვედრა კოსოვოსთან გამართა, დამარცხდა და D დივიზიონში დაქვეითდა.

ქეცბაია გუნდში ერთა ლიგაზე ჩატარებული 4 ტურის შემდეგ დანიშნეს, როდესაც გუნდი 2 ქულით უიმედო აუტსაიდერი იყო. მისი ხელმძღვანელობით კვიპროსის ნაკრებმა პირველი მატჩი 24 სექტემბერს საკუთარ მოედანზე ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან 1:0 მოიგო. ამით გუნდმა 5 ქულა დააგროვა, ისევე როგორც ჩრდილოეთ ირლანდიამ და ერთა ლიგის C დივიზიონში დარჩენის შანსი გაუჩნდა.

პრიშტინაში გამართულ შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები 1:5 დამარცხდა. პარალელურად მიმდინარე მატჩში საბერძნეთმა ჩრდილოეთ ირლანდია 3:1 დაამარცხა.

საბოლოოდ, კვიპროსის ნაკრებმა C2 ჯგუფი 5 ქულით დაასრულა, ისევე როგორც ჩრდილოეთ ირლანდიამ, რომელმაც კონკურენტს დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო, მესამე ადგილზე გავიდა და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც C დივიზიონში ითამაშებს.