თემურ ქეცბაია - ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - ჩემპიონობისა და თასისთვის ვიბრძოლებთ #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ნიქოზიას „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვების (3:1) შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად მზადაა.

„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ექვსეულში მოხვედრის პრობლემაც თავიდან ავირიდეთ. არადა, ბევრს არ სჯეროდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, კონტრშეტევის შემდეგ გოლი გავუშვით. მეორეში ჩვენ ვდომინირებდით და „ანორთოსისის“ გამარჯვება სამართლიანია.

კარგი შემადგენლობა გვყავს, ფეხბურთელები სტარტზე არიან, იმედია ტრავმირებულები რაც შეიძლება მალე დაბრუნდებიან, რადგან ახლა იწყება სირთულეები. როცა ფეხბურთელი ხარ, ყველაფერი ბევრად უფრო ადვილია, მწვრთნელისთვის კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ყოველ მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ ვიცით, რას ვაკეთებთ და ეს მოქმედებით უნდა შევძლოთ და არა – სიტყვებით.

„ანორთოსისი“ დიდი გუნდია, დიდი ხანი ტიტულები არ ჰქონდა და თასის მოგების შემდეგ ჩემპიონობაზეც ვფიქრობთ. მწვრთნელობა ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის. თუ ფეხბურთი გიყვარს, ანაზღაურებას ღებულობ – თანაც, დიდ ანაზღაურებას, უამბიციოდ ვერ ვიქნები. მით უფრო ვერ ვიქნები „ანორთოსისში“, რომელსაც ჩემი სჯერა.

ტიტულის მოპოვების მათემატიკური ალბათობა არსებობს და გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს შანსი რეალურია. მაგრამ ფინალურ ექვსეულში ყველა თამაში ძალიან რთული იქნება. იქ შემთხვევითი გუნდები არ მოხვდებიან. მიმაჩნია, რომ წელს ჩემპიონობისთვის ძალიან კარგი გუნდები იბრძოლებენ.“