ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უხერხული მეტოქე დაამარცხა #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისმა“ უხერხული მეტოქე დაამარცხა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში 21-ე ტურშიც გაიმარჯვა და წაუგებელ სერიას აგრძელებს. ამჯერად, ქართველი სპეციალისტი გუნდი ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს, ნიქოზიას „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა.

თუმცა, „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ გამართული შეხვედრა ფამაგუსტრელებისთვის ცუდად დაიწყო, დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველი მწვრთნელის გუნდმა პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღო – „ოლიმპიაკოსის“ კონტრშეტევა მე-18 წუთზე პეხლივანისმა დააგვირგვინა. ტაიმის მიწურულს სტუმრებს მეორეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ლორიამ (შეუცვლელად ითამაშა) საიმედოდ ითამაშა და გუნდი გადაარჩინა.

ანორთოსისმა“ მეტოქეს მეორე ტაიმის დასაწყისში შტურმი მოუწყო და 6 წუთში დაწინაურება მოახერხა. 48-ე წუთზე წონასწორობა კორეამ აღადგინა, ხოლო 51-ე წუთზე ფამაგუსტელები წინ ამბარცუმიანმა გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი ქრისტოდულოპულოსმა პენალტით 85-ე წუთზე დააფიქსირა 3:1.

ანორთოსისმა“ 3:1 გაიმარჯვა, 21 ტურის შემდეგ 34 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა, რაც გუნდს საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის უფლებას აძლევს. თუმცა, ქეცბაიას გუნდს „აპოელთან“ გადადებული მატჩი აქვს ჩასატარებელი და მოგებით მესამე ადგილზე დაწინაურების პერსპექტივა გააჩნია.