თემურ ქეცბაია - „აპოელი“ 4-ჯერ დავამარცხეთ და ახლა იგივე გვსურს #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „აპოელი“ 4-ჯერ დავამარცხეთ და ახლა იგივე გვსურს #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პაფოსთან“ მოგების შემდეგ „ანორთოსისის“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელებით ამაყობს და მოგება დიდ წარმატებად მონათლა.

ფამაგუსტელთა ქართველმა მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ანორთოსისი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც ამ სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მეორე ადგილის დასაკავებლად, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის უფლებას მისცემს.

„ეს იყო დიდი გამარჯვება, მოთამაშეები იმსახურებენ მილოცვებს. როგორც მე, ასევე გულშემატკივრები ამაყობენ ფეხბურთელებით. ეს არ იყო იოლი თამაში, რადგან დიდი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა იგრძნობოდა. ჩვენ ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ყველაფერი მოიგო, ყველა ტიტული. ორი თასი მოვიპოვეთ, ევროტურნირის ჯგუფში მოხვდით, სადაც პლეი-ოფს მჭიდროდ მივუახლოვდით. თასზეც ძლიერ გუნდებთან ვითამაშეთ და არა მეორე კატეგორიის გუნდებთან.

წინ ორი თამაშია და მეორე ადგილის შანსებისთვის ვიბრძოლებთ. მიუხედავად ჩვენი გამოწვევებისა, ჩვენ საკუთარ თავში ძალა აღმოვაჩინეთ. წინ უნდა ვიყუროთ. კიდევ ორი თამაში გვაქვს დარჩენილი. მე-2 ადგილზე გასვლის შანსები არსებობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობას ვუხდით იმ ხალხს, ვინც გუნდს გვერდით დაუდგა.

რაც შეეხება ბოლო ტურში „აპოელთან“ შეხვედრას – მას მიმდინარე სეზონში ხუთჯერ ვეთამაშეთ და ოთხჯერ მოვიგეთ. რატომ არ წავიდეთ ნიქოზიაში ისევ მოსაგებად? ჩვენი მიზანი გასვლაზე მოგებაა. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ „ანორთოსისის“ წინააღმდეგ მოგებაც არაა ადვილი“, – განაცხადა ქეცბაიამ.