თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ ყველაზე განაწყენებული გუნდი ვართ #1TVSPORT
თემურ ქეცბაია - „ანორთოსისი“ ყველაზე განაწყენებული გუნდი ვართ #1TVSPORT

აპოელთან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის შემდეგ „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ ევროტურნირებზე საგზურის მოპოვების შემთხვევაში, სეზონი წარმატებული იქნება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა მიიღო იმაზე ნაკლები, ვიდრე დაიმსახურა.

„საინტერესო თამაში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთში სულ დაძაბულობა გვაქვს. ეს ფეხბურთს სჭირდება. ჩვენთვის ადვილი არ იყო. ცოტა რისკიანად დავიწყეთ, ისე ჩანდა, რომ დასაწყისისთვის მზად არ ვიყავით. მერე თამაში დავაბალანსეთ, მაგრამ სწრაფად გავათანაბრეთ. წითელი ბარათი მივიღეთ, რამაც საქმე გაგვირთულა.

ამის მიუხედავად, 10 მოთამაშით სამი ძალიან კარგი მომენტი შევქმენით და სამი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ახლა „არისთან“ ერთი მატჩი დარჩა და უნდა გავიმარჯვოთ და შევასრულოთ ჩვენი ვალი. ვნახოთ, რა გამოვა, ახლა მოლოდინის გამო დაძაბულობაა. „აპოელმა“ სტადიონზე ხალხი მიიყვანა, რაც ზოგადად კარგია. როცა ბევრი გულშემატკივრის წინაშე თამაშობ.

ცარიელ სტადიონებზე თამაშს აზრი არ აქვს. მეორე ტაიმში, უფრო გუნდური რომ ვყოფილიყავით, მოგება შეგვეძლო. სხვა შემთხვევაში ფრეც გაგვახარებდა, მაგრამ თამაშის მიხედვით გამარჯვებას ვიმსახურებდით. ეს სავსებით რეალური იყო.

რაც შეეხება მეორე ადგილისთვის ბრძოლას, მათემატიკური შანსი არის. თუ ევროსაგზურს მივიღებთ, სეზონი ძალიან წარმატებული იქნება, მიუხედავად იმ იმედგაცრუებებისა, რაც განვიცადეთ. ევროპაში კარგად ვითამაშეთ, თასისთვის მებრძოლთა ოთხეულში მოვხდით, სადაც თითქმის ყველა მატჩი ძლიერ გუნდებთან ვითამაშეთ.

მიმაჩნია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე განაწყენებული გუნდი, ვერ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. მე არ მაქვს პრეტენზია ჩემს ფეხბურთელებთან. ჩვენ გვინდა, რომ სავსე სტადიონმა მიიღოს ის მინიმუმი, რაც ამ სეზონში გავაკეთეთ. გუნდს აქვს სამართლიანი უფლება, მიიღოს არა მხოლოდ ევროსაგზური, არამედ ბევრად მეტი“, – განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.