ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „აპოელს“ ჩემპიონობის შანსი წაართვა - ინჯგია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT
ქეცბაიას „ანორთოსისმა“ „აპოელს“ ჩემპიონობის შანსი წაართვა - ინჯგია ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს #1TVSPORT

ქართველების კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში „აპოელმა“ (სადაც თამაშობენ მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია) თემურ ქეცბაიას „ანორთოსისთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

ფამაგუსტელთა კარში გიორგი ლორია იდგა და მატჩის ერთ-ერთი გმირი იყო – მის ანგარიშზე 8 სეივი და ყვითელი ბარათია. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ ოქრიაშვილი, ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ქვილითაია, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო დაუშვილი განაცხადში იყო.

„ანორთოსისი“ გასვლით მატჩში მე-20 წუთზე დიმიტრის ხრისტოფმა დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში დიუმერსი ნდონგალამ წონასწორობა აღადგინა. ქეცბაიას გუნდი 69-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან პავლოს კორეა გააძევეს, საბოლოოდ კი, გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1.

რეზი ინჯგიასაპოლონმა“ გასვლაზე „არისი“ 1:4 დაამარცხა (ქართველი თავდამსხმელი განაცხადში იყო) და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა. ლიმასოლის გუნდმა 58 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, „აპოელი“ (52) ვეღარ დაეწევა.