საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს საქმიანობის რვაწლიან ანგარიშს წარადგენს.

იუსტიციის მინისტრი გასული წლების საქმიანობას აჯამებს.

თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. ამდენად, საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე, თეა წულუკიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პირველი ოქტომბრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩაერთოს.

„ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ანგარიშის წარდგენისას.

დატოვე კომენტარი