თბილისური დერბი „ლოკომოტივმა“ მოიგო - ჭაბრიშვილის გუნდი მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT
თბილისური დერბი „ლოკომოტივმა“ მოიგო - ჭაბრიშვილის გუნდი მესამე ადგილზე დაწინაურდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტური „მიხეილ მესხი – არენაზე“ გამართული ტურის ცენტარლური შეხვედრით დასრულდა – თბილისურ დერბიში „საბურთალომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 3 ქულა მოიპოვა.

ანგარიში „ლოკომოტივმა“ პირველი ტაიმის ბოლო წამზე გახსნა – 45+1-ე წუთზე, გიორგი გაბაძის პასით ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა და მშენიერი კომბინაცია დააგვირგვინა.

მაგრამ მეორე ტაიმი სულ რაღაც 25 წამის დაწყებული იყო, როდესაც „საბურთალოს“ შემტევმა, გიორგი გოჩოლეიშვილი საჯარიმოსთან მიიღო ბურთი და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა 1:1.

შეხვედრის ბედი 89-ე წუთზე გადაწყდა – „საბურთალომ“ დაცვა მაოშიშვლა, „ლოკომოტივის“ სწრაფი კონტრშეტევა გუნდის მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის შვილმა, ირაკლი ჭიაბრიშვილმა მარცხენა ფლანგზე განავითარა, მის დარტყმას მცველი გადაეფარა, მაგრამ დამატებაზე რატი მჭედლიშვილმა „საბურთალოს“ კარი აიღო და გუნდს მნიშვნელოვანნი გამარჯვება მოუტანა, რაც მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივმა“ „საბურთალო“ პირევლად დაამარცხა – 1:2.

საბოლოოდ, შეხვედრა „ლოკომოტივმა“ 2:1 მოიგო, 33 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო „საბურთალო“ (31 ქულა) მე-4 ადგილზე ჩამოაქვეითა.