თბილისში პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა
თბილისში პროექტის „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის, „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა, კესტუტის ნავიცკმა მიმართეს.

ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სატყეო სექტორის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე ლიეტუვას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ 18 თვის განმავლობაში მომზადებული რეკომენდაციები და განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. ესენია: სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მისი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა; გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები; ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი.