თბილისში, იეზიდების ტაძარში კლოჩე სარე სალეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა
თბილისში, იეზიდების ტაძარში კლოჩე სარე სალეს დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსახურება ჩატარდა

კავკასიაში მცხოვრები იეზიდები კლოჩე სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ. დღესასწაული ახალი წლის დაწყებასა და გაზაფხულის მოსვლას უკავშირდება.

თბილისში იეზიდების ტაძარში მსახურება ჩატარდა. საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს დღესასწაული ტაძრის წინამძღვარმა მიულოცა.

კლოჩე სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და მთავარი რიტუალიც სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარ პასკას უკავშირდება.

ტრადიციულად ამ დღეს იეზიდების ოჯახში ნამცხვარს აცხობენ, სადაც დიასახლისი მძივს ათავსებს. ითვლება, რომ ვისაც მძივი შეხვდება, მასზე იქნება დამოკიდებული ახალი წლის წარმატება.