თბილისში ღვინის საერთაშორისო კონკურსი „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა
თბილისში ღვინის საერთაშორისო კონკურსი „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა

თბილისში საერთაშორისო კონკურსი „საქართველო-ღვინის სამშობლო“ გაიხსნა. კონკურსში 12 ქვეყნიდან 78 კომპანიის 200-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინის ნიმუშია წარმოდგენილი, რომელსაც ქართველი და საერთაშორისო ღვინის ექსპერტები შეაფასებენ.

ღონისძიებაზე გამარჯვებული ღვინოები ხუთ კატეგორიაში გამოვლინდებიან, მათ შორის ქვევრის, თეთრი, წითელი, ვარდისფერი ღვინოები, ასევე შეფასდება მაღალალკოჰოლური სასმელები.

ღონისძიება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია „ოაივის“ (OIV) პატრონაჟითა და საქართველოს ენოლოგთა კავშირის ორგანიზებით იმართება.

კონკურსს „ოაივის“ აღმასრულებელი დირექტორი ჟან მარი ორანი სტუმრობს. კონკურსის დაჯილდოება 9 ნოემბერს გაიმართება.