თბილისში ახალი მასშტაბური საფეხბურთო ფესტივალი იწყება #1TVSPORT
თბილისში ახალი მასშტაბური საფეხბურთო ფესტივალი იწყება #1TVSPORT

27 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისში, დიღმის ახალი სპორტული კომპელექსის მოედნებზე საფეხბურთო ფესტივალი „ჯეოქაფი“ დაიწყება – ამის შესახებ საქართელოს პირველ არხს ფესტივალის ორგანიზატორმა თორნიკე მაისურაძემ განიხცადა.

„ეს იქნება მასშტაბური ტურნირი, რომელშიც 32 გუნდი და 500-მდე ბავშვი ითამაშებს. მატჩები 60/4-მეტრიან მოედნებზე 9/9-ფორმატით 20-20 წუთიანი ტაიმებით ჩატარდება. ტურნირი ახალი ოლიმპიური სოფლის საფეხბურთო მოედნებზე გაიმართება. სიცხემ ბავშვებს დისკომფორტი რომ არ შეუქმნას, თამაშები 10:00-13:00 და 17:00-22:00 საათებზე გაიმართება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თორნიკე მაისურაძე.

ჯეოქაფის“ ორგანიზატორის თქმით, ეს ტრადიციული ფესტივალი უნდა გახდეს:

„ფესტივალის თავისებურება ისაა, რომ ქულები და გამარჯვებულები არ ვლინდება, ბავშვებმა ფეხბურთით უნდა ისიამოვნონ, რაც ამ თამაშის პოპულარიზაციისთვისაა საჭირო.

ეს იქნება იმის მსგავსი ფესტივალი, რაც დანიასა და შვედეთში „დანაქაფის“ და „გოთია ქაფის“ სახელებითაა ცნობილი. ჯერ მსგავსი მასშაბები არაა, რადგან პანდემიის გამო არსებული შეზუდვები უცხოელების ჩამოყვანაში ხელს გვიშლის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მასშტაბები გაიზრდება“.

ჯეოქაფის“ მხარდამჭერები საქართველოსა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციებია, ასევე პარლამენტის სპორტის კომიტეტი.