თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავის ექვსი ახალი სადგომი გაიხსნა

12:28, 01.10.2019

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების ექვსი ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ. ფართობს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. ახალი სადგომები C კოდის, ანუ შედარებით დიდი ზომის საჰაერო ხომალდებისთვის („ეარბას 320“, 321, 318, 319; „ბოინგ 737“, MD-80 და სხვა) არის გათვლილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში „ტავ ჯორჯიამ“ რვა მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

მსგავსი