თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე - რა გუნდია მოსკოვის „დინამო“
თბილისის „ლოკომოტივის“ მეტოქე - რა გუნდია მოსკოვის „დინამო“

1923 წლის 18 აპრილს დაარსებული მოსკოვის „დინამო“ რუსეთის ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული საფეხბურთო კლუბია. 1971/72 წლების სეზონში პირველი საბჭოთა კლუბი გახდა, რომელიც ევროპის თასის ფინალში გავიდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის შემდეგ შედეგებით ვერ დაიკვეხნის. კლუბმა ბოლოს 1995 წელს მოიგო ჯილდო – რუსეთის თასი.

„ლოკომოტივის“ მეტოქე ერთ-ერთია კიევის „დინამოსთან“ ერთად, რომელსაც სსრკ-ის ყველა ჩემპიონატში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2016 წლამდე ის ასევე მონაწილეობდა რუსეთის ყველა ჩემპიონატში უმაღლეს დივიზიონში, მაგრამ სეზონის ბოლოს ლიგა პირველად დატოვა.

2019 წლის 8 ოქტომბერს „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად კირილ ნოვიკოვი დაინიშნა. მისი დანიშვნის მომენტიდან გუნდმა შვიდი მატჩის განვლო წაუგებლად, ზამთრის შესვენებამდე მხოლოდ „ზენიტთან“ დამარცხდა, აუტსაიდერთა ზონის გუნდმა კი ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.

ჯილდოები

სსრკ-ის ჩემპიონატი: 1936 (გ), 1937, 1940, 1945, 1949, 1954, 1955, 1957, 1959, 1963, 1976 (გ)

სსრკ-ის თასი: 1937, 1953, 1966/67, 1970, 1977, 1984

სსრკ-ის სუპერთასი: 1977

რუსეთის თასი: 1994-95

გუნდმა სეზონის დაწყებამდე რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა – დაიმატა იგორ კალინინი (უკრაინა), ნიკოლა მორო (ზაგრების დინამო, ხორვატია), ვიაჩესლავ გრულევი (ნიჟნი ნოვგოროდი), ანტონ ტერეხოვი (კრილია სოვეტოვი), ვლადიმირ მოსკვიჩოვი (ორენბურგი), დანიილ ფომინი (უფა), ევგენი მარკოვი (რუბინი), ფიოდორ ჩერნიხი (ორენბურგი, ლიტვა) და სილვესტერ იგბუნი (უფა, ნიგერია).

გუნდში მანამდე ირიცხებოდა ბოსნიის ნაკრების მცველი ტონი შუმიჩი, პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი სებასტიან შიმანსკი, ბურკინა ფასოს ნაკრების ნახევარმცველი შარლ კაბორე, კამერუნის ნაკრების თავდამსხმელი კლინტონ მუა ნჟი, გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მაკსიმილიან ფილიპი. რაც შეეხება დანაკლისს – მიგელ კარდოზუ პორტუგალიაში, „ბელენენსეში“ გადავიდა, ხოლო ოსკარ ჰილემარკი – იტალიურ „ჯენოაში“.