თბილისის გრანდ სლემზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო #1TVSPORT

26-28 მარტს თბილისში დაიწყება გრანდ სლემი ძიუდოში, რომელშიც საქართვეოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა მასპინძლის კვოტა ბოლომდე შეასო. თბილისში მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ცნობილი სპორტსმენი ჩამოვა და სპეციალისტები საინტერესო შეჯიბრებას გვპირდებიან.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე ითქვა: როგორც ესპანეთთან საფეხბურთო მატჩზე, ასევე ძიუდოში თბილისის გრანდ სლემზე გულშემატკივარს დასწრების საშუალება მიეცემა. თუმცა კოვიდრეგულაციების სრული დაცვა აუცილებელია.

ძიუდოს გრანდ სლემზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო (TKT.GE). ბილეთი 10 ლარი ეღირება.

წინასწარი შეხვედრები 9 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი – 17 საათიდან.