თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში მაყურებლის გარეშე ჩატარდება #1TVSPORT
თბილისის გრანდ სლემი ძიუდოში მაყურებლის გარეშე ჩატარდება #1TVSPORT

26-28 მარტს თბილისის ოლიმპიური სასახლე ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში 86 ქვეყნის 539 ძიუდოისტი იასპარეზებს, რომელთა შორის ჩვენი ქვეყანის სახელით 36 სპორტსმენი წარსდგება

თბილისის გრანდ სლემი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. ტურნირზე მაყურებლების დასწრება დაშვებული იყო, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილება შეიცვალა და ტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ შემდეგი შინაარსის განცხადება გავრცელა:

„მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, რომ საქართველოში პირველი გრან სლემი ქართველი გულშემატკივრების თანდასწრებით ჩატარებულიყო, რისთვისაც ფაქტობრივად, ყველაფერი იყო გაკეთებული, მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება მაყურებლის გარკვეული რაოდენობის დასწრების შესახებ. სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ დელეგაციებში დაფიქსირებული კოვიდშემთხვევების გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ შეჯიბრების კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

PS: უკვე შეძენილი ბილეთების თანხა გულშემატკივრებს ეტაპობრივად უკან დაუბრუნდება“, – წერია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.