თბილისის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ გაიმარჯვა და ბათუმელებს გადაასწრო #1TVSPORT
თბილისის „დინამომ“ „ტორპედოსთან“ გაიმარჯვა და ბათუმელებს გადაასწრო #1TVSPORT

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქართული „კლასიკო“ გაიმართა – „ტორპედომ“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ეს იყო ამ გუნდების რიგით მე-80 მატჩი საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში და როგორც ყოველთვის, გულშემატკივარმა დაძაბული დაპირისპირება იხილა. ქუთაისელებმა ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ, ვერაფერს გახდნენ.

თბილისელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს – „დინამომ“ ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს, რომელშიც 8 მოთამაშე მონაწილეობდა. მათ ბურთი მასპინძელთა კარამდე ერთი შეხებით სწრაფად მიიტანეს და გიორგი კუციამ ზუსტი დარტყმით სტუმრები დააწინაურა – 1:0.

საბოლოოდ, „დინამომ“ საიუბილეო, მე-80 ქართული დერბი მინიმალური ანგარიშით მოიგო (1:0).

„დინამო თბილისმა“ 20 ტურის შემდეგ 41 ქულა დააგროვა, ბათუმის „დინამოს“ (40 ქულა) გადაასწრო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (19 ქულა) მე-7 პოზიციაზე დარჩა.