თბილისი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია
თბილისი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია

თბილისში, სასტუმრო „იოტა“-ში ხვალიდან 2 აპრილის ჩათვლით, სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

თბილისში 16 ქვეყნის 85 მოჭადრაკე ითამაშებს და შეჯიბრის საპრიზო ფონდი 21 500 ევროა.

მონაწილეთა შორის არიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებულები ანტუანეტა სტეფანოვა, ალექსანდრა კოსტენიუკი, ანა უშენინა, კატერინა ლახნო, პია კრამლინგი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი და სხვები.

30 და 31 მარტს სწრაფ ჭადრაკში გაიმართება პირველობა, რომელიც შვეიცარული სისტემით 11 ტურად ჩატარდება, ხოლო 1 აპრილს გამარჯვებულები 13 ტურად უკვე ელვისებურ ჭადრაკში გამოვლინდებიან.