თბილისი 2021 წელს პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT
თბილისი 2021 წელს პარაწოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს #1TVSPORT

საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი პარაწოლჭიმში, რომელიც 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირია.

ტურნირი თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ 2021 წელს, 27 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 75 ქვეყანა, 800 პარასპორტსმენი, 30 დელეგაცია საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო მსაჯების შემადგენლობით. დაწყების თარიღი – 27 ნოემბერი, 9:00, დასასრული – 6 დეკემბერი, 18:00.

თბილისის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან ქ.თბილისის მერია, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

თბილისი 2021 მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება კოვიდრეგულაციებისა და საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის ყველა მითითების დაცვით.

მედია მხარდამჭერი – საზოგადოებრივი მაუწყებელი.