თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით მიდიან
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით მიდიან

ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი 30 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, რუსეთის ქალაქ კასპიისკში გაიმართება.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საწვრთნელი შეკრებები ჩაატარა და კონტინენტის პირველობაზე უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ ასეთი შემადგენლობა დაასახელა –

-57 კგ. ოთარ გოგავა, -61 კგ. ბექა ლომთაძე, -65 კგ. ლადო ხინჩეგაშვილი, -74 კგ. ავთო კენჭაძე, -79 კგ. ზურაბ იაკობაშვილი, ჯაბა ყველაშვილი, -86 კგ. სანდრო ამინაშვილი, -92 კგ. ირაკლი მწითური, -96 კგ. ელიზბარ ოდიკაძე, -125 კგ. გენო პეტრიაშვილი.