თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი გოგონები იასპარეზებენ #1TVSPORT
ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეიდან გოგონები იასპარეზებენ. ხალიჩაზე სამ ქართველს ვიხილავთ – მედლებისთვის ნინი ციცვიძე (57 კგ), ლიზა შავაძე (59 კგ) და მირანდა კაპანაძე (62 კგ) იბრძოლებენ.
ბრატისლავაში დასრულებულ შეჯიბრზე, მამაკაცთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მედლების მოპოვება ორმა ქართველმა შეძლო: კობა ქარუმიძე (55 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედალს კი საბა ფურცელაძე (130 კგ) დაეუფლა.