თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

თავისუფალ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები დღეს ქუთაისში გაირკვა.

შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრები სადაც 1995-2000 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა 10 წონით კატეგორიაში გაიმართა.
20 იანვარს ჩემპიონ-პრიზიორები 57, 65, 74, 86 და 97 კგ კატეგორიებში გამოვლინდნენ, ხოლო დღეს, 21 იანვარს, დარჩენილ 61, 70, 79, 92, 125 კგ-ში.

57 კგ
1. რობერტ დინგაშვილი (ყვარელი)
2. რამაზ თურმანიძე (აჭარა)
3. გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)
3. დიმიტრი სალდაძე (ქუთაისი)

61 კგ
1. თეიმურაზ ვანიშვილი (გორი)
2. ლევან მურცხვალაძე (თბილისი)
3. აკაკი ქემერტელიძე (საჩხერე)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი)

65 კგ
1. ედემი ბოლქვაძე (სამტრედია)
2. მაგომედ საიდოვი (ყვარელი)
3. გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო)
3. ცოტნე აბალაკი (გორი)

70 კგ
1. გიორგი სულავა (ქუთაისი)
2. რამაზან მალაკოევი (ყვარელი)
3. შმაგი თოდუა (სამტრედია)
3. ივერი ჯულაყიძე (სამტრედია)

74 კგ
1. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
2. გოგა მამიაური (თბილისი)
3. ლევან ინასარიძე (გამარჯვება)
3. გიორგი ჭელიძე (ქუთაისი)

79 კგ
1. ნიკა კენჭაძე (ამბროლაური)
2. ტარიელ გაფრინაშვილი (თბილისი)
3. ევსები შველიძე (ხარაგაული)
3. ჯემალი ჯაბიძე (ქუთაისი)

86 კგ
1. საბა ჩიხრაძე (რუსთავი)
2. დემურ მეგენეიშვილი (სამტრედია)
3. ბორის ნოზაძე (თბილისი)
3. სიმონ ოსკანიანი (გორი)

92 კგ
1. ირაკლი მწითური (თბილისი)
2. იუზა ცერცვაძე (ბაღდათი)
3. მოგელი მეზვრიშვილი (გორი)
3. მუხრან ნარსავიძე (თბილისი)

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (მცხეთა)
2. ზურიკო ურთაშვილი (მცხეთა)
3. ჯაბა მაისურაძე (თბილისი)
3. შაკო დოხნაძე (ონი)

125 კგ
1. როლანდ ანდრიაძე (ხონი)
2. ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი)
3. ბექა გოგიჩაშვილი (გორი)
3. ლაშა ჯელაძე (ამბროლაური).