„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ტაქსების კომპანიას არჩევს
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ტაქსების კომპანიას არჩევს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე.

„ტავ ჯორჯიას“ ძირითადი მოთხოვნებია, რომ ავტომობილი იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, გამართული და უზრუნველყოფდეს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრებით. აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება. ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით „აეროპორტის ტაქსი“. ავტომობილებში უნდა იყოს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით გადახდის შესაძლებლობა. რაც შეეხებათ მძღოლებს, ისინი უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით.

დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადის წარდგენის ვადა 2019 წლის 16 აგვისტომდე აქვთ.