თამარ ჩუგოშვილი – ავთანდილ წერეთელთან დაკავშირებით, სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას
სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს, რამაც ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ავთანდილ წერეთელთან დაკავშირებული საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მედიასაშუალების შეფერხება არ უნდა მოხდეს.
„სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროცესების წარმართვამ ხელი არ უნდა შეუშალოს დამოუკიდებელი მედიასაშუალების, ჟურნალისტების მუშაობას, რომელიც თავის საქმეს აკეთებენ.
ამ პროცესს მათზე არანაირი გავლენა არ უნდა ჰქონდეს და ამას მედიის არანაირი შეფერხება არ უნდა მოჰყვეს. მესმის, რომ გარკვეული კვეთები არის, რადგან კომპანიისა და ტელევიზიის მფლობელი, რომელსაც გამოძიება ედავება, ერთი და იგივე ოჯახია, მაგრამ გამოძიებამ როგორღაც უნდა უზრუნველყოს, რომ ტელევიზია ამ პროცესში არ შეაფერხოს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.