ტალახაძეს „დინამოს“ 222-ნომრიანი მაისური გადასცეს - მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენი საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა #1TVSPORT
ტალახაძეს „დინამოს“ 222-ნომრიანი მაისური გადასცეს - მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენი საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი სტუმრობდა – ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც მცირე ხნის წინ მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, ევროპის ხუთგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდების მფლობელი – ლაშა ტალახაძე აკადემიის ფეხბურთელებს შეხვდა. ჩემპიონი ახალგაზრდებს თავისი სპორტული კარიერიდან საინტერესო ამბებზე და მომავალ მიზნებზე ესაუბრა.

„დინამოს“ აკადემიის ხელმძღვანელობამ საპატიო სტუმარს სიმბოლურად რეკორდის აღმნიშვნელი 222-ნომრიანი მაისური და „დინამოს“ სუვენირები უსახსოვრა, აკადემიის ფეხბურთელებმა კი ჩემპიონს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი ოქროს მედლის მოპოვება უსურვეს.