ტაისონ ფიურის მწვრთნელი - გვირჩევნია, ჯოშუამ უსიკი დაამარცხოს და ჩვენი მეტოქე გახდეს #1TVSPORT
ტაისონ ფიურის მწვრთნელი - გვირჩევნია, ჯოშუამ უსიკი დაამარცხოს და ჩვენი მეტოქე გახდეს #1TVSPORT

ტაისონ ფიურის მთავარმა მწვრთნელმა, შუგარ ჰილ სტიუარდმა უსიკისა და ჯოშუას მატჩ-რევანშზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ამ დაპირისპირებაში ინგლისელი მოკრივის გამარჯვება სურს, რადგან ფიურის პოტენციურ მეტოქედ სწორედ მას ხედავს.

სტიუარდი გულშემატკივრობის პარალელურად, მზად არის, რომ ჯოშუას რევანშისთვის მზადებაში დაეხმაროს.

„ჩვენ 100 პროცენტით მზად ვართ, რომ ჯოშუას ლაგერს წვრთნის პროცესში დავეხმაროთ, – ციტირებს Talk Sport ფიურის მწვრთნელის სიტყვებს. –  გვსურს, რომ ჯოშუამ უსიკი დაამარცხოს, რადგან ფიურისა და ჯოშუას ბრძოლას კრივის ყველა მოყვარული დიდი ხანია ელოდება.

ეს უბრალო სიტყვები და ხუმრობა არ არის, ჩვენ მართლა მზად ვართ, რომ ჯოშუას მატჩ-რევანშში რეალური დახმარება გავუწიოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მას უსიკის დამარცხება შეუძლია და აქ არაფერია ახალი“.

25 სექტემბერს უკრაინელმა ალეკსანდრ უსიკმა ბრიტანელი ენტონი ჯოშუა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და კოტრაქტის თანახმად, მატჩ-რევანშის გამართვის ვალდებულება აქვს. მათ შორის გამარჯვებული კი მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, დიდი ალბათობით, ტაისონ ფიურის უნდა შეხვდეს, რაც კრივის სამყაროში უდიდეს ინტერესს იწვევს.