მსოფლიო ჩემპიონატი კრივში | გურული და ალახვერდოვი ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი კრივში | გურული და ალახვერდოვი ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

სერბეთში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ორი ქართველი მოკრივე, სახილ ალახვერდოვი (48 კგ ) და ლაშა გურული (67კგ) ტურნირის ნახევარფინალში იბრძოლებენ.

ალახვერდოვმა მეოთხედფინალში ყირგიზი მოკრივე მირლან ტურქბაი დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლით ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა.

გურულმა კი მედლისთვის ბრძოლაში, მეოთხედფინალში კუბელ კევინ ბაზაინს სძლია და მასაც ტურნირზე გარანტირებული ბრინჯაო აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში 24 ოქტომბერს დაიწყო და 7 ნოემბერს დასრულდება. ქართველი მოკრივეების ნახევარფინალური დაპირისპირებები 4 ნოემბერს გაიმართება.